12/13/2013

ემიგრანტები და საქართვლოში დარჩენილი მათი მეუღლეები

ნინო მაღრაძე
“ემიგრანტ თაიმსისთვის”


სმა დილიდან დაიწყო,სახლში არავინ ელოდება, შვილებიც დაიზარდნენ, უკვე წლებია,
ფოტო აღებულია შემდეგი გვერდიდან 

თავად უვლიან თავს. ტელეფონს დახედავს ხანდახან... არავინ ურეკავს... დაღამდა. არც ახალა მოიკითხეს სახლიდან. გამთენიისას განაწყენებული შვილის სახეს გადააწყდა ზღურბლზე. უხმოდ შედის ცარიელ ოთახში და ტანსაცმილანად წვება. ერთფეროვანი და უინტერესო გახდა ცხოვრება რაც “ის” წავიდა... არდა ახლა ხომ აღარ შია მის ოჯახს... ნანობს,მაგრამ აგვიანებულია.ცხოვრება უკან არასოდეს ბრუნდება.ნაღველს ღვინოში კლავს, თუმცა აქაც ცდება,სიფხიზლის დროს ხომ ყველა ტკივილი იღვიძებს და თავიდან იწყება,მერე კი ყველაფერი უწინდებურად მეორდება. ეძახის ქუჩა, სიბნელე და შეზარხოშებული კაცების ამალა... ყველაფერი თავიდან იწყება და მეორდება, არმეორდება საბედისწერო გამგზავრება,რომ წინ გადაუდგეს თუნდაც მთელ ქვეყანას და არგაუშვას “ის” ერთადერთი ვინც ყველაზე მეტად უყვარდა ერთდროს და ღირსების დაკარგავსთან ერთად დაკარგა...

“მუშაობას ვამთავრებთ” - ეუბნება დილერი ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც დაჟინებით ურტყამს ხელს სათამაშო აპარატს. “კიდევ წავაგე” - ჩაილაპარაკებს ვითომდა თავისთვის ეს  და დილერს  ისეთი თვალებით უყურებს თითქოსდა ამ უკანესკნელის ბრალი იყოს მისი უიღბლობა.გარეთ გამოდის,ტელეფონს იღებს ჯიბიდან და ბრძანებლური კილოთი ეუბნება ვიღაცას: “-გადმომირეკე!”.ცოტა ხანში ტელეფონის ზარიც ისმის,იქედან ჩუმი ხმით ეუბნება ქალი: ”-ვმუშაობ დათო, ცოტა მოგვიანებით არ შეიძლება?” “არა,ფული მჭირდება,სასწრაფოდ!მანდ რისთვის გაგგზავნე ბავშვს შენახვა უნდა”-პასუხობს უხეშად ბიჭი.ტელეფონში ქალის მძიმე სუნთქვა ისმის,პაუზის შემდეგ კი მშვიდად პასუხობს-”შუადღისით დაჯდება შენს ანგარიშზე რამდენსაც შევძლებ”...
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს და,ემიგრაციაში მყოფი ქალების მეუღლეების ცხოვრება,მაგრამ ეს უკვე აღარავის უკვირს და ქართული რეალობის ყოველდღიურობად იქცა.ამის მიზეზი კი ათასი რამ შეიძლება იყოს.პირველი ალბად მაინც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოცილაური ფონია,მეორე კი,მეორე მიჭირს ვთქვა კაცების ღირსების დაკარგვა და უმაქნისობათქო,მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით.ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ცოლის გამოგზავნილ,ნაწვალებ ფულს გართობასა და თამაშში დახარჯავს,მეტს ვერაფერს დავარქმევ.

მოუვლელი და გალოთებული კაცი ,რომ სხვის ცოლს ეჭვის თვალით,შეხედავს,მაშინ როდესაც წლებია სახლში საკუთარი აღარ უნახავს,ამას თქვენ დაარქვით რამე.
თქვენი არ ვიცი და მე არავინ მინახავს ამ მდგომარეობაში ბედნიერი.ალბად ბევრი სიყვარული,პატივისცემა და ცოტა ფულითაც შეძლებს ადამინი იყოს გაცილებით ბედნიერი,ვიდრე ბევრი ფულით, რომელმაც სიყვარული და ღირსება დააკარგვინა.ბედნიერების გასაღები თავად ადამიანშია,მაგრამ ვაი, რომ ამ გასაღებს ხშირად ან ვკარგავთ,ან რაიმე უღირს საგანში ვცვლით. ქართველების ვაჟკაცობა კი სიტყვებსა და სადღეგრძელოებს ვეღარ სცდება...
13 დეკემბერ, 2013

No comments: